"ქართული კლუბი": რაც ივანიშვილმა თავისი სამშობლოს  აღმშენებლობაში სრულად დააბანდა, მფლობელის დასჯა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ცხადჰყოფს:  საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი

ქართული კლუბის განცხადება, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

"აშშ- სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება წარმოადგენს სუვერენულ საქართველოზე მორიგი ჰიბრიდული თავდასხმის აქტს. მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის,  ყველაზე გავლენიანი ქართველის, უდიდესი ქველმოქმედის, უზარმაზარი მატერიალური თუ სოციალური კაპიტალის, რაც ივანიშვილმა თავისი სამშობლოს  აღმშენებლობაში სრულად დააბანდა, მფლობელის დასჯა კიდევ ერთხელ მკაფიოდ ცხადჰყოფს:  საქართველოს წინააღმდეგ წარმოებს ჰიბრიდული ომი. კოორდინირებულად მოქმედი გარეშე და შიდა მტრული ძალები ვერ ეგუებიან ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას, ძირს უთხრიან საქართველოს სუვერენიტეტს, ფეხქვეშ თელავენ სამოქალაქო მშვიდობასა და წესრიგს;  უარესიც: შემზარავია, როცა   გააფთრებით უტევენ ცივილიზაციის ძირეულ საყრდენებს - სიმართლეს, სამართლიანობასა და სამართალს, ებრძვიან ყოველივე იმას, რასაც ქართულად ოდითგანვესჯულიეწოდება. ბიძინა ივანიშვილის სახით მტრები უკვე აშკარად, დაურიდებლად სჯიან  მართალთ და ამ გზით სურთ  სდევნონ სჯული, რათა სიმართლის ნაცვლად - მტკნარი სიცრუე, სამართლიანობის საპირისპიროდ  - ადამიანური ღირსების შეურაცხმყოფელი უსამართლობა, ხოლო სამართლისა და კანონიერების მაგივრად - განუკითხავი ძალმომრეობა გაბატონდეს!

რაც დღეს საქართველოში ხდება - ისეთივე ავაზაკური თავდასხმაა სუვერენულ სახელმწიფოზე, როგორიც ამ 100 წლის წინ ჩაიდინა წითელმა რუსეთმა! თანამედროვე პირობებში, ვინაიდან ბოლშევიკური მე-11 არმიის სამხედრო აგრესიის მსგავსი შეიარაღებული შემოტევა თითქმის წარმოუდგენელია, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ანალოგიურად უსჯულო ომი წარმოებს ამჯერად ჰიბრიდული საშუალებებით:  გარეშე და შიდა მტრები მიმართავენ  საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხზე მენტალური ძალმომრეობის,  დეზინფორმაციული შტურმის, ფსიქოლოგიური ტერორის გზას. ამგვარი ტერორის მიზნით იყენებენ   ფიზიკურ ძალადობასაც, რათა სამოქალაქო ომის იმიტაცია შექმნან და ასე დაგვთრგუნონ. ჰიბრიდული მეთოდების საბოლოო მიზანი  ამბოხების ინსპირაციაა, რათა ბოლშევიკების მსგავსად დაამხონ დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, ისევ  მოსპონ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, კვლავაც დაამყარონმეხუთე კოლონისსაოკუპაციო  რეჟიმი, მოახდინონ ჩვენი ქვეყნის ფაქტობრივი ანექსია და ძალადობრივი ინკორპორაცია ახალ, ნეობოლშევიკურ გლობალისტურ სისტემაში, მიაღწიონ ჩვენს იძულებით გაწევრიანებას პოსტლიბერალურ ინტერნაციონალში, სადაც .. პროლეტარიატის დიქტატურას შეცვლის პოსტლიბერალური ტოტალიტარიზმი, რომელიც მითიური კომუნიზმის მსგავსადაგვიშენებსაწ უკვეინკლუზიური კაპიტალიზმის სამოთხეს“. ამ ახალ .. ინკლუზიურობაში აღარც ეროვნულ, რელიგიურ, სოციალურ თუ თვით სქესობრივ იდენტობასაც მნიშვნელობა და ღირებულება აღარ ექნება, არამედ ვიცხოვრებთ როგორც ნახირი, სადაც განურჩევლად .. გენდერისა, ეროვნებისა, რელიგიისა, ოჯახიშვილობისა თუ რაიმე სოციალური ჯგუფისადმი ბუნებრივი კუთვნილებისა, თურმეერთნაირად“, „ინკლუზიურად  ხელმისაწვდომი გვექნება პოსტლიბერალ საერთაშორისო ბელადთა -  ბლინკენების, შაჰინების, ვილსონების, ფონ დერ ლაიენების, კალასების,  შარლ მიშელების და სხვათა, მათი ადგილობრივინამესტნიკების“ - თანამედროვე სერგო ორჯონიკიძეთა  - ზურაბიშვილების, სააკაშვილების, გვარამიების, ვაშაძეების, ხაზარაძეების და ..,  აგრეთვე მათი ახალი ნომენკლატურისმზრუნველობათუგულუხვად მოძღვნილიპური და სანახაობა...

ამაზრზენია, როცა ყოველივე ეს - პოსტლიბერალური ინტერნაციონალის, რაც თავის დროზე არსებული ბოლშევიკური წარმოშობის კომინტერნის თანამედროვე რეინკარნაციაა და მეტი სხვა, არც არაფერი,  სრული უგუნურება, ყოვლად უსჯულო აბსურდი - უტიფრად ცხადდებაუზენაეს“, თანაცევროპულღირებულებებად. ამაზე უარესი შეურაცხყოფა ევროპისათვის და მისი ტრადიციული ფასეულობებისთვის, რაც იმთავითვე სხვა არაფერია, თუ არა მუდმივი სწრაფვა ჭეშმარიტების,  სამართალისა და ქრისტიანული მადლისკენ (veritas! iustitia! gratia!), თვით ბოლშევიკებსაც კი არ მიუყენებიათ! საქართველო, როგორც ქრისტიანული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი, მარად ერთულია ამ ღირებულებებისა და დღესაც, ისევე როგორც ყოველთვის, მტკიცედ იდგება მათ სადარაჯოზე! ეს კი პოსტლიბერალიზმთან დღევანდელ ჰიბრიდულ ომში შეუდრეკლად დგომას და გამარჯვებისათვის ბრძოლას ნიშნავს!

საბედნიეროდ, საქართველო არ არის მარტო ამ გლობალურ ჰიბრიდულ ომში!  დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში და პოსტლიბერალური ინტერნაციონალის დღეები მთელს მსოფლიოში უკვე დათვლილია! მათი გააფთრებული შემოტევა საქართველოზეც ამის ნიშანია - ისინი უიმედოდ დამარცხდნენ და ყოვლად უგუნური ნაბიჯების გარდა, რაც  უფრო ისტერიულ იმიტაციას წააგავს, ვიდრე რეალურდ საბედისწერო საფრთხეს, აღარაფერი დარჩენიათ! თავადაც უწყიან, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება და ვადაგასული რენეგატი პრეზიდენტის ვითომ მხარდაჭრა, რაც ყოველგვარ საზრისს მოკლებულია, არაფერის მომტანი არ არის!"

ვიმედოვნებთ და მოველით, რომ ტრამპის ბრძოლადიპ სტეიტისწინააღმდეგ, „ვაშინგტონის ჭაობის დასაშრობადგამარჯვებით დასრულდება! საქართველოშიც სიმართლე, სამართლიანობა და სამართალი გარდაუვლად გაიმარჯვებს!

Gami ბრავო! გვარები?!
2 დღის უკან