„ტოიტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი: მე ისაკაძე ნამდვილად ვერ დამაბულინგებს ვერაფერში

„ტოიტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი: მე ისაკაძე ნამდვილად ვერ დამაბულინგებს ვერაფერში

მე ისაკაძე ნამდვილად ვერ დამაბულინგებს ვერაფერში, - განუცხადა „ქრონიკას“ „ტოიტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელმა, დირექტორმა ირაკლი გურჩიანმა.

აღნიშნულით იგი გამოეხმაურა გიორგი ისაკაძის მოწოდებას ბიზნესის გაფიცვის შესახებ. ასევე, „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში გიორგი ისაკაძის მონაწილეობას.

„ეგ ისტორია მე არ მახსოვს, მაგრამ თუ ასეა ალბათ ასე იყო, რახან იძახით, ასე იყო - ალბათ. მე ისაკაძე ნამდვილად ვერ დამაბულინგებს ვერაფერში“, - აღნიშნა ირაკლი გურჩიანმა.

რა როლი ჰქონდა გიორგი ისაკაძეს „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეში, ამაზე ვრცლად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გიორგი ისაკაძე ბიზნესის რეკეტს სააკაშვილთან, ადეიშვილთან და გილაურთან თანამშრომლობით ახდენდა.