სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ სლოვაკეთი განიხილავს უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების გატარებას, როგორიცაა სარეზერვო ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერება, თუ კიევი შეაჩერებს რუსული გაზის ტრანზიტს სლოვაკეთში. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
რობერტ ფიცოს თქმით, უკრაინის გავლით გაზის მიწოდების შეჩერება ევროკავშირსა და მის კონკურენტუნარიანობას დაარტყამს.
„1-ლი იანვრის შემდეგ ჩვენ შევაფასებთ სიტუაციას და უკრაინის წინააღმდეგ საპასუხო ზომების მიღების შესაძლებლობებს. თუ ეს გარდაუვალია, ჩვენ შევაჩერებთ ელექტროენერგიის მიწოდებას, რომელიც უკრაინას სჭირდება ქსელის გათიშვის დროს. ან ჩვენ შევთანხმდებით განსხვავებულ მოქმედებებზე“, - განაცხადა სლოვაკეთის მთავრობის მეთაურმა.