Gazzetta dello Sport -ი კვარაცხელიას კონტრაქტზე:

Gazzetta dello Sport -ი კვარაცხელიას კონტრაქტზე: "პრობლემა არა ხელფასი, არამედ გამოსასყიდი თანხაა"

ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" შორის კონტრაქტის გახანგრძლივება იტალიურ მედიაში აქტუალური საკითხია, დღეს ცნობილი გამოცემა Gazzetta dello Sport -ი ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

წყაროს ცნობით, მხარეებს შორის პრობლემა არა ხელფასი, არამედ ქართველი ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხაა.

როგორც იტალიური მედია იუწყება, მოლაპარაკების დროს "ნაპოლის" სპორტულმა დირექტორმა, ჯოვანი მანამ ხელფასის სახით 6 მილიონი ევრო და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა, თუმცა ხვიჩა კვარაცხელიას აგენტმა, მამუკა ჯუღელმა საპირისპიროდ ხელფასის სახით 8 მილიონი ევრო და კონტრაქტში გამოსასყიდი თანხად 80 მილიონის ჩაწერა მოითხოვა.წყაროს ცნობით, სწორედ ეს ყველაფერი არ მოსწონს აურელიო დე ლაურენტისს, რომელიც ფიქრობს, რომ 80 მილიონი ძალიან ცოტაა ქართველი ფეხბურთელისთვის, მას მინიმუმ 100 მილიონი სურს.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია "ნაპოლში" 2022 წელს გადავიდა და კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულში ეწურება.