ბრიტანელმა მუსიკოსმა ელტონ ჯონმა ახალ ალბომზე მუშაობის დასრულება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ შეძლო, - იუწყება BBC.
უკვე ოთხი თვეა, რაც ელტონ ჯონს მარჯვენა თვალზე პრობლემები აქვს. მისი თქმით, მას არ შეუძლია წავიდეს ხმის ჩამწერ სტუდიაში, რადგან სიმღერის ტექსტსაც კი ვერ წაიკითხავს.
ელტონ ჯონმა აღნიშნა, რომ მას არ შეუძლია რამე წაიკითხოს და რამეს უყუროს. ამ ეტაპზე ის მკურნალობის კურსს გადის.
„ახლა ეს არის ის, რაზეც ჩვენ ნამდვილად ვკონცენტრირდებით“, - განაცხადა ელტონ ჯონმა.
ელტონ ჯონის ბოლო ალბომი 2016 წელს გამოვიდა.