მიშიანობის ცხრა წელიწადი...

მიშიანობის ცხრა წელიწადი...

გორბაჩოვის მიერ გამოცხადებულიპერესტროიკისდროს, გასული საუკუნის 80-იანი წლების დამლევს, საბჭოთა კავშირის ცენტრალურ ტელევიზიაში ასეთი ინციდენტი მოხდა: საინფორმაციო გამოშვებავრემიასწამყვანს სახელმწიფოს პირველ პირებთან დაკავშირებული ინფორმაციის კითხვისას შეცდომა მოუვიდა. იგი შეფერხდა, შემდეგ კი გაეცინა. იმ წუთში მთელმა ქვეყანამ გააცნობიერა, რომ ავტორიტარიზმი დამთავრდა. რთული წარმოსადგენი არ იყო, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ასეთ შეცდომას სულ რამდენიმე წლით ადრე.

1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში ადამიანების გამომეტყველებაც შეიცვალა და საკუთარი აზრის გამოხატვის სიმძაფრეც. ყოფილი მმართველი პარტიის ლიდერები კი ჭმუნავენ, რომოცნებაწინასაარჩევნო დაპირებებს არ ასრულებს, მაგრამ თავად ამომრჩეველი პირველ რიგში სამართლიანობის აღდგენას ითხოვს და ყველაფერს დანარჩენს - მხოლოდ ამის შემდეგ. სამყაროსგამოცხადებულიაღსასრული – 21.12.12 სამყაროსთვის არა, მაგრამ 21 დეკემბერს დაბადებული სააკაშვილისთვის ნამდვილად ახდა. დაინგრა ის სამყარო, რომელსაც იგი საკუთარი თავისთვის ასეთი რუდუნებით ქმნიდა. 2012 წელი მისთვის მართლაც შეუქცევადი აღმოჩნდა. წლის დასაწყისში იგი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ სულ ათიოდე თვეში სრულ კრახს განიცდიდა.

კაცმა რომ თქვას, მას არც ახლა ესმის, რატომ არ უნდა იგი ქართველ ხალხს. იგი ბრაზს ვერ იკავებს. „დაუბანელი“, „გაუპარსავი“, „ბრბო“ - ასეთი ეპითეტებით ამკობს ამომრჩეველს და თან ნირწამხდარ თანაპარტიელებს ჰპირდება, რომ სულ მალე ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. იგი აღშფოთებულია, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი დააკავეს. ამბობს, რომ ასეთი რამ არსად, არასდროს მომხდარა. ნუთუ არ ახსოვს, რომ მისი დავალებით ასევე დამოუკიდებელი ტელეკომპანიის ორი ხელმძღვანელი - შალვა რამიშვილი და დავით კოხრეიძე დააკავეს? არ ახსოვს. იმიტომ, რომ ვირტუალური მართვის ბუმერანგი ვერაგია: შემკვეთი თავად იჯერებს მოდელირებულ სინამდვილეს. სააკაშვილმაც დაიჯერა, რომ მან საქართველო ააშენა, დემოკრატია დაამყარა, ხალხი დააპურა და ინვესტიციებისთვის ყველაზე მიმზიდველი გარემო შექმნა.

ჩვენს დროს ხომ იჭერდნენ ხალხს. შეხედეთ ციფრებს, საქართველო პატარა ქვეყანაა. ამ რაოდენობის დაპატიმრებული ადამიანები პროცენტულად სხვა ეპოქებშიც არ ყოფილა ბოლო ათწლეულებში, როცა საქართველო არ იყო დამოუკიდებელი“, - აცხადებს კოჭლი იხვი. გგონიათ, ცრუობს? არა, უბრალოდ, მისთვის ის 25 ათასი პატიმარი და ათეულობით ათასი პრობაციონერი ვირტუალურია. რეალური მხოლოდ მისი რეჟიმის სახეები არიან.

2012 წელი თავიდანვე ვერ დაიწყო კარგად. 29 თებერვალს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლის შემდეგ ჯონდი ბაღათურიამ შეუსრულა ის, რაც 2011-ში გურამ ჩახვაძემ ვერ შეძლოელიტურ კორუფციაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის ოჯახის წევრების საკუთრებაში ბოლო წლებში აღმოჩენილი ქონების ჩამონათვალს მთელი საქართველო იცნობს და ნუღარ გავიმეორებთ, მითუფრო, რომსაქართველოს პირველმა დედამოქტომბრის არჩევნების შემდეგაციჩუქაშვილისგან სახელმწიფო ქონება.

მთელ ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის იყო, რომ სააკაშვილი ჯერ პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაიქცა, შემდეგ კი საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატსფარჩაკი“, „სულელი“, „ბრიყვიდატალახში ამოსვრილიუწოდა, რომელსაც ხელისუფლებაშიმართლა არაფერი ესაქმება“:

ტალახში გორაობა თქვენი ბუნებრივი მდგომარეობაა. ახლა მანდატურებს ვთხოვ და გაგყვებიან, ჩაგაწვენენ ნამდვილ ტალახში ბოლომდე, კარგად დაგზილავენ, როგორც საჭიროა, და გაგივლის ეს ფანტაზია“, - მიმართა სააკაშვილმა ბაღათურიას.

ამ სიტყვების ავტორი დღეს აღშფოთებას ვერ მალავს მისი ყოფილი ჩინოსნების დაკითხვაზე დაბარების გამო, თუმცა ივანიშვილს არც ერთი მათგანისთვის არ უწოდებია ის, რასაც ოპონენტებს სააკაშვილი კადრებდა. არც პირდაპირ დამუქრებია ფიზიკური ანგარიშსწორებით. და კიდევპარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გაქცეული (როგორც ოთხი წლით ადრეგორში) სააკაშვილი დღეს ირწმუნება, რომ არაფრის ეშინია და დაცვა არ სჭირდება.

იმავე გორში 2012 წლის 11 იანვარს მან განაცხადა: „ვერასდროს ეს მუმიები უკან ვეღარ დაბრუნდებიან. მუმიები უკან ბრუნდებიან მხოლოდ ფილმებში. ქართულ პოლიტიკურ რეალობაში ვამპირები, პოლიტიკური წარსულის მუმიები, სხვადასხვა ურჩხულები ვეღარ დაბრუნდებიან, სანამ საქართველო მიდის წინ და სანამ თავისუფლების პირობებში ვაშენებთ, ვაკეთებთ, ვქმნით ნელ-ნელა, ეტაპობრივად“. მაშინ არ იცოდა, რომმუმიებთანდავამპირებთანკოაბიტაცია დასჭირდებოდა.

მარტში სტუდენტებთან შეხვედრაზე მან სამჯერ გაიმეორა უცნაური სიტყვამოიტყვანა“; იმის თქმა სურდა, რომ მან გაზაფხული მოიყვანა, მაგრამ რამდენჯერაც არ სცადა, იმდენჯერ გამოეკვეხა ეს უადგილო“. აპრილში მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობაზე ისეთ მდგომარეობაში მივიდა, რომ ამის აღწერა კალამს არ ძალუძს. ყველაზე კორექტული შეფასება - „არაფხიზელიოდნავადაც ვერ ასახავს მის მდგომარეობას. აქ ნუ შევჩერდებით, ისევ ჩვენი სირცხვილია ქვეყნის პირველი პირის ამ მდგომარეობაში ყოფნა, თუმცა მას არ რცხვენია და დღეს რუსეთიდან შემოსულკროკოდილზე“ (რომელიც, სხვათა შორის, სწორედ მისი მმართველობის წლებში გავრცელდა) ლაპარაკობს, რომლის მიღების შემდეგაცჰგონიათ, რომ წინ მიდიან, სინამდვილეში კი უკან-უკან იწყებენ სიარულს“. ხომ არავის გაგონებთ ეს სიმპტომები?

მაისში, წყალდიდობის მეორე დღეს, რომელსაც 5 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეეწირა, სააკაშვილი სლოვენიაში საქართველოს 17- წლამდე ნაკრების საფეხბურთო მატჩს დაესწრო, იქიდან კი მილანშიშოპინგზეგაემგზავრა.

ივნისში ქართულ პრესაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ვილნიუსის ერთ-ერთმა კლინიკამ მიხეილ სააკაშვილს ოფიციალურად დაუსვა დიაგნოზი. „საქართველოს პრეზიდენტი უკიდურესად მძიმე მდგომარეობით ჩააფრინეს ლიტვაში, სადაც იქაურმა ფსიქიატრებმა სრული გამოკვლევის შედეგად დადეს დასკვნა - „ქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი“.

მკითხველს განვუმარტავთ: არაქრონიკული ფორმის მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი ექვემდებარება ხანგრძლივ რემისიებს, ანუ სიმპტომების შემსუბუქებას. სხვა საკითხია ქრონიკული ფორმა, რომელიც მუდმივ მკურნალობასა და სტაციონარულ დაკვირვებას მოითხოვს, ანუ, ფაქტობრივად, განუკურნებელია. ჟურნალისტები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მისი ჯანმრთელობის ცნობის მოპოვებას.

ივლისში ალავერდის ტაძარში სააკაშვილმა კათოლიკოს-პატრიარქი ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერაში დაადანაშაულა. „ხმამაღლა ყვიროდა, ძალიან გაბრაზებული იყო, პატრიარქს ხელიც კი მოჰკიდა, არაფერი შეგეშალოსო“, - აცხადებდნენ თვითმხილველები.

აგვისტოში წინასაარჩევნო კამპანია გაჩაღდა და სააკაშვილის ჰიპერაქტიურობამ პიკს მიაღწია. 9 აგვისტოს სრულიად საქართველომსახელმწიფო საიდუმლოებაშეიტყო: თურმე 2008 წლის ომის დღეებში მამაცი მხედართმთავარი ფოთში ჩაფრენილა. დანარჩენი - მისი სიტყვებით, „კარგად მახსოვს, რომ გარშემო რუსეთის საოკუპაციო ჯარი იდგა, ყველგან გარშემო, მაგრამ აუცილებელი იყო ფოთში ჩაფრენა, რათა გაგვემხნევებინა, რადგან ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იქ ხალხი დაიღუპა. და მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ღრუბლებში დამალულები, რადგან ყოველი მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ და ცა იყო გადაკეტილი. და ესე, ღრუბელ-ღრუბელ, მალვით ჩავფრინდით, როგორც იქნა, ფოთში. ხმელეთით გადაადგილება იყო შეუძლებელი, ტრასა ჰქონდათ დაკეტილი.

ჩავფრინდი და დავიწყე გამოსვლა პირდაპირ ეთერში და რუსებმა რომ დამინახეს პირდაპირ ეთერში, მოახტნენ რამდენიმე ათეულბეტეერსდა რომ წამოვიდნენ, ბუნებრივია, ჩემს დასაჭერად და ამ დროს გადაუდგა მათ ფოთის შესასვლელთან ადგილობრივი პოლიციის რაზმი, მსუბუქად შეიარაღებული, - ნაღმმტყორცნები ჰქონდათ, - და უთხრეს, რომ  ჩვენ მაინც გავისვრით, არ გაგატარებთ. და რუსებს თან ახლდა ერთი ქართველი, ჩვეულებრივად ქართულ ენაზე მოლაპარაკე სუბიექტი... - სხვათა შორის, მაშინ რამდენიმე ასეული ქართველი იყო მათ შეიარაღებულ ძალებში - და ამ ქართველმა უთხრა ჩვენს პოლიციელებს, ნუ გეშინიათ, ჩვენ ფოთში შევალთ, ჩვენ გვაინტერესებს მხოლოდ ერთი ადამიანი. არავის არაფერს არ დავუშავებთ.

და ამ პოლიციელმა უპასუხა, ამ შემთხვევაში ის ერთი ადამიანი არის საქართველო. და მე ნამდვილად არასოდეს არ გავკადნიერდები ისე, რომ ჩემი მოკრძალებული პიროვნების იდენტიფიკაცია გავაკეთო და გავაიგივო საქართველოსთან მთლიანობაში. მაგრამ საუბარი იყო ეროვნულ სიმბოლოებზე, საუბარი იყო იმაზე, რომ მათთვის საქართველოს მთავრობის ფიზიკური განადგურება იყო ტოლფასი საქართველოს დამონების და ფეხქვეშ გათელვის.  და ახლაც რჩება ამის სიმბოლოდ. ახლაც იმიტომ არიან ასე კონცენტრირებული იმაზე, რომ ისინი ვერ ჩათვლიან თავს გამარჯვებულად, სანამ საქართველოს იგივე მთავრობა ჰყავს“.

საყოველთაოდ ცნობილია, რომ არსად იმდენს არ იტყუებიან, როგორც არჩევნების წინ, მაგრამ ეს ტყუილი მართლაც უპრეცენდენტოა მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაში. თავად პრეზიდენტის ოფიციალური საიტი იუწყება, რომ ფოთში სააკაშვილი მხოლოდ 29 აგვისტოს ჩავიდა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა. „ღრუბლებში მალვით ფრენადა არარსებული გამოსვლა პირდაპირ ეთერში კიდევ კარგა ხანს ახალისებდა ფოთელებსაც და მთელ საქართველოსაც.

იმავე აგვისტოს თვეში იმერეთში სტუმრობისას სააკაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვისსიმართლის მომენტიდა ახლანდელი ხელისუფლებისთვისრეფერენდუმიიქნება. „2003 წლის საპარლამენტო არჩევნები, რასაც შემდეგვარდების რევოლუციამოჰყვა, იყო რეფერენდუმი შევარდნაძის 11–წლიანი მმართველობის. 2012 წლის არჩევნები - ეს არის რეფერენდუმივარდების რევოლუციისშემდეგ მოსული ხელისუფლების... თუ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა კიდევ უფრო უკეთესი იყოს, ხმა უნდა მივცეთ იმ კურსის გაგრძელებას, რომელმაც საქართველო აქცია უკეთეს ქვეყანად“, - განაცხადა სააკაშვილმა.

16 აგვისტოს სააკაშვილმა მთელი საქართველო გააოცავეფხისტყაოსნისსაზეპიროების ცოდნით: „ერთი კაცი იყო და მას ერქვა ვინმე მესხი მელექსე, მაგარი ლექსი დაწერა: იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღვთისაგან სვიანი, მაღალი უხვი მდაბალი, ლაშქარიანი, ყმიანი... უხვლაშქრიანი, ყმიანი... ხედავთ, ყველამ ვიცით ზეპირად“...

სექტემბერში ციხეში პატიმრებზე ძალადობის შოკისმომგვრელი კადრები გავრცელდა. 25 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 67- სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ გასულ კვირაში საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში პატიმართა სასტიკი წამების კადრების გავრცელების შემდეგ ქვეყანა დემოკრატიის გამოცდის წინაშე დადგა: „ფაქტები ამაზრზენი იყო, ხოლო ჩვენი პასუხისმგებლობა - ნათელი. ჩვენი რეაქცია იყო სწრაფი და გავაკეთეთ ის, რაც დემოკრატიულ სახელმწიფოს უნდა გაეკეთებინა: გამოვავლინეთ და დავაკავეთ  ყველა პასუხისმგებელი პირი, ორი მინისტრი თანამდებობიდან გადადგა და სასჯელაღსრულების სისტემის ხელმძღვანელად ამ სისტემის უმწვავესი კრიტიკოსი, ადამიანის უფლებების დამცველი, საქართველოს ომბუდსმენი დავნიშნეთ. სწორედ ასე სწავლობენ დემოკრატიული სახელმწიფოები“.

ქართულმა ინტერნეტ-სივრცემ მის შეშფოთებას ასეთი პასუხი შეაგება:

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ადოლფ ჰიტლერის ისტორიული განცხადება გავრცელდა, რომელიც მან თავის დროზე, პატიმრების წამების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ განაცხადა. „სრულიად შეძრწუნებული და აღშფოთებული ვარ ამ საზარელი კინოკადრებით. კატეგორიულად ვგმობ პატიმრებისადმი არაადამიანურ მოპყრობას, რომელ რასას და ეთნიკურ ჯგუფსაც არ უნდა ეკუთვნოდნენ ისინი. აშკარაა, რომ ქვეყნის აღმშენებლობისა და კრიმინალთან ბრძოლის წარმატებულ პროცესში ჩვენ დავუშვით მძიმე შეცდომა, როდესაც სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის სიგნალები, რომლებიც მოდიოდა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებისგან. ოსვენციმი ჩვენი სირცხვილია! ამიტომ მე დავავალე რაიხმინისტრ იოზეფ გებელსს, მთლიანად თავის თავზე აიღოს საკონცენტრაციო ბანაკების სისტემის რეფორმირება და დოქტორ მენგელესთან ერთად შეიმუშაოს ახალი სტრუქტურა ერთა ლიგის შესაბამისი რეკომენდაციების მიხედვით“.

როცა პრეზიდენტს უკვე დასცინიან, ეს მისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს, მაგრამ სააკაშვილმა დასკვნები ვერ გამოიტანა.

მხოლოდ ამ მცირე ჩამონათვალით მაინც უნდა მიხვდნენ ყოფილი მმართველი გუნდის წევრები, თუ რატომ წააგეს არჩევნები. ეს არ იყოამომრჩეველთან კომუნიკაციის პრობლემა“, როგორც ისინი ხსნიან. ეს კომუნიკატორის პრობლემაა, რომელმაც დაიჯერა, რომ ერთდროულად დავით აღმაშენებელიცაა, იოსებ სტალინიც, კალიგულაც და ნერონიც.

დაბოლოს, „საქართველოს სამართლებრივ ლექსიკონში ახალი ბრალდება გაჩნდა: თქვეს, რომ ადამიანი დასაპატიმრებელია, ჩვენი მთავრობის ყოფილი წევრი, იმიტომ, რომ მისი ინტელექტი პირდაპირი ნიშანია, რომ არ შეიძლება, მისი გარეთ სიარული. თუ ამ ნიშანს გავყვებით, დღევანდელი მთავრობის არც ერთ წევრს მომავალში დაპატიმრება არ ემუქრება“, - ნიკა გვარამიას დაკავების შემდეგ განაცხადა სააკაშვილმა, რომლის მითითებით ფილოსოფოსი ირაკლი ბათიაშვილი სწორედინტელექტუალური მხარდაჭერისთვისდააპატიმრეს.

ისე, ინტელექტუალური ნიშნით არც სააკაშვილს ემუქრება დაპატიმრება, რადგან მხოლოდ მას შეეძლო ისე ელაპარაკა ხალხთან, როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითებში ჩანს, და მაინც არჩევნების მოგების იმედი ჰქონოდა!