მათ შეუძლიათ თავიანთ მანდატებზე უარი თქვან. მანდატების ჩახსნა ნებისმიერი დროს შეუძლიათ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, რეალურად ოპოზიციის ლიდერებზე არაა დამოკიდებული იტყვიან თუ არა უარს საპარლამენტო მანდატებზე, რადგან ისინი იმას აკეთებენ, რა დავალებებსაც იღებენ.
„ამ წუთას რომ მოვიდნენ, ნებისმიერ დროს შეუძლიათ მანდატზე თქვან უარი. ეს მათი საქმეა. ახლა დაწერონ, ახლაა დრო, ხალხს რომ ატყებდნენ, რომ ვითომ გუშინ წინ იყო. შეიძლება როლები გადაინაწილონ, ვიღაცამ დაწეროს და ვიღაცამ არა. მათ არავინ ეკითხება რას იზამენ, იმაზე კი არ არის დამოკიდებული გვარამია, ან ხაზარაძე როგორ ხასიათზე იქნება, - დაავალებენ და ისე იმოქმედებენ“, - განაცხადა მდინარაძემ.