2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა, ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ქვეყნის ეროვნული ინტერესი

2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა, ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ქვეყნის ეროვნული ინტერესი

„2022 წლის 24 თებერვალს მსოფლიო შეიცვალა. ევროპა და ბუნებრივია, საქართველოც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტო მასშტაბის ომის მომსწრე გახდა. მიმდინარე ომს გააჩნია ცხელი წერტილები, ფრონტის ხაზი და ცეცხლის არეალი და გააჩნია ამ ომის ზემოქმედების არეალი. საქართველო ამ არეალის ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ტერიტორიაა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატმა შალვა პაპუაშვილმა მე-11 მოწვევის პარლამენტის  პირველ სხდომაზე. 

მისივე განმარტებით, ამ რთული გამოწვევის ფონზე საქართველოს პარლამენტმა და მთავრობამ გამოიჩინა გონიერება, წინდახედულობა და შორსმჭვრეტელობა, რათა დაეკავებინა ის ერთადერთი სწორი და მტკიცე პოზიცია, რომელსაც გვკარნახობდა ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესი.

 „მიმდინარე ომის ფონზე ქვეყანამ შეინარჩუნა საკუთარი გეოპოლიტიკური ვექტორი, გააგრძელა ევროინტეგრაციის პროცესი და ამის შედეგად მივიღეთ კანდიდატის სტატუსი. ქვეყანამ შეინარჩუნა მშვიდობა და ამის შედეგად არ აღმოვჩნდით ამ ომის მონაწილე. ქვეყანამ უარი თქვა ორმხრივ სანქციებზე და ამის შედეგად შევინარჩუნეთ ეკონომიკური განვითარების დინამიკა. მმართველი გუნდი მტკიცედ დაუხვდა იმ პროვოკაციებსა და ხაფანგებს, რისკენაც გვიბიძგებდა ზოგიერთი დაუძინებელი მეგობარი და სწორედ ამ გამოცდილებით, ამ შედეგებით, ამ მაგალითით წარსდგა არჩევნებზე. მრავალჭირნახულმა და უკვე გამოცდილმა ქართველმა ხალხმა, მისმა სრულმა უმრავლესობამ ეს დაინახა და თავისი ხმით ამ პოლიტიკას დემოკრატიული ბეჭედი დაასვა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.