შალვა პაპუაშვილი: არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს - ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით

შალვა პაპუაშვილი: არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს - ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით

არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს. ეს მათი გადასაწყვეტია, უპირველეს ყოვლისა საკუთარი ამომრჩევლების წინაშე პასუხისმგებლობის საკითხია, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.

„რაც შეეხება იმას, უარს იტყვიან თუ არა მანდატებზე, ალბათ ორ საათში ვცნობთ პარლამენტის უფლებამოსილებას და ვნახოთ რამდენი დაწერს განცხადებას მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.