რაღაც რეალური, რაღაც ჭეშმარიტი — ადელმა ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა

რაღაც რეალური, რაღაც ჭეშმარიტი — ადელმა ნიშნობის ბეჭედი გამოაჩინა

ადელს გასულ კვირას ლას-ვეგასში კონცერტი ჰქონდა. სცენაზე დგომის დროს მომღერალმა მარცხენა ხელი ასწია, რომ გასაოცარი ნიშნობის ბეჭედი ჩვენთვის ეჩვენებინა. ეს მომენტი სოციალურ ქსელში გაზიარებულ ვიდეოშია აღბეჭდილი. სანაცვლოდ თაყვანისმცემლებმა ადელი აპლოდისმენტებით ააფეთქეს. სხვათა შორის, ბეჭდის ჩვენება არ ყოფილა ერთჯერადი. სინამდვილეში, ადელი ამას ბოლო დროინდელ კონცერტებზე ერთსა და იმავე სიმღერაზე აკეთებს. როგორც ჩანს, მომღერალი უზომოდ შეყვარებულია და ნიშნობაც ძალიან ახარებს.

ადელის საქმრო სპორტული აგენტი რიჩ პოლია. ისინი ერთმანეთს 2021 წლიდან ხვდებიან. წყვილმა ერთმანეთი რამდენიმე წლით ადრე გაიცნო საერთო მეგობრის წვეულებაზე. მათი ნიშნობის ამბავი ადელმა აგვისტოში, გერმანიაში კონცერტის შემდეგ, გაგვიმხილა.

ცნობისთვის, ადელი 2018 წლიდან 2021 წლამდე საიმონ კონეკიზე იყო დაქორწინებული. მათ საერთო შვილი, 12 წლის ანჯელო ჰყავთ. როგორც მომღერალი გვეუბნება, ის მზადაა კვლავ შექმნას ოჯახი და სურს რიჩ პოლთან საერთო შვილი ჰყავდეს.