გურამ მაჭარაშვილი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: ისინი არაფერს ერიდებიან, მათ შორის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასაც კი, ეს ადამიანი, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

გურამ მაჭარაშვილი ცესკოში მომხდარ ინციდენტზე: ისინი არაფერს ერიდებიან, მათ შორის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასაც კი, ეს ადამიანი, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს

ისინი არაფერს ერიდებიან, მათ შორის სავარაუდო დანაშაულის ჩადენასაც კი. საჯაროდ ნახა ეს ყველამ, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ცესკოს თავმჯდომარეზე განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, დავით კირთაძე კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„ასე თავხედურად, პირდაპირ სისხლის სამართლებრივი სავარაუდო დანაშაულის ჩადენა საზოგადოების წინაშე ნიშნავს ზუსტად იმას, რომ ეს ძალა არ არის ქართული ძალა და უცხოურ აგენტურას ემსახურება. ამიტომ, ეს ადამიანი, აუცილებლად კანონის მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.