შალვა პაპუაშვილი: ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს, პრობლემა იმ

შალვა პაპუაშვილი: ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს, პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც პარლამენტთან, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, ქართველი ხალხი ადგილობრივ ფაშისტებს იცნობს და მიხედავს, თუმცა, პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, ევროპის სახელით, ქართველ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა.

რა თქმა უნდა, ყველა, ვინც გიორგი კალანდარიშვილს, უკვე მეორედ, სახლში მიუვარდა, არის ფაშისტი.

თუმცა, ეს არ არის მთავარი პრობლემა. ქართველ ფაშისტებს ქართველი ხალხი იცნობს და მიხედავს.

პრობლემა იმ "ევროპელ პოლიტიკოსებშია", ვინც რამდენიმე დღის წინ, პარლამენტთან, დამტვრეული ინგლისურით, ევროპის სახელით, ამ ფაშისტებს ძალადობისკენ უბიძგა." - წერს შალვა პაპუაშვილი.