უამრავი ჭორი დადის იმის შესახებ, თუ ვინ შეასრულებს ჯეიმს ბონდის როლს დენიელ კრეიგის შემდეგ. მსახიობი ჯერ არ არის შერჩეული, თუმცა, The Independent-თან ინტერვიუში, ფილმის პროდიუსერებმა ბარბარა ბროკოლიმ და მაიკლ ჯი უილსონმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნეს მსახიობის ტიპზე, რომელსაც ისინი ეძებენ.
როგორც რეჟისორებმა დაადასტურეს, ბონდის როლს კვლავ მამაკაცი შეასრულებს და საუბრები იმაზე, რომ შემდეგი აგენტი 007 ქალი იქნება, მცდარი აღმოჩნდა. ახალი მსახიობი სავარაუდოდ 30 წლის იქნება და როლის შესასრულებლად მინიმუმ უახლოესი ათი წლის განმავლობაში უნდა იყოს მზად. სხვათა შორის, დენიელ კრეიგი 38 წლის იყო ბონდის როლის პირველად შესრულებისას. სხვები კი, როგორებიც არიან როჯერ მური, ტიმოთი დალტონი და პირს ბროსნანი, 40 წელს იყვნენ გადაცილებული. ყველაზე დამაინტრიგებელი მაინც ისაა, რომ რეჟისორი არ გამორიცხავს, შემდეგი ჯეიმს ბონდის როლის შემსრულებელი ფერადკანიანი მსახიობი იყოს.
ბონდის ბოლო ფილმი, სიკვდილის დრო არ არის, გამოვიდა 2021 წლის შემოდგომაზე. ახალი მსახიობის შერჩევის გამო, ფილმის ბოლო ნაწილს დაახლოებით 2026 წლისთვის უნდა ველოდოთ. ცნობისთვის, ეს იქნება ბონდის ფილმებს შორის ყველაზე დიდხნიანი პაუზა ფრენჩაიზის ისტორიაში.