„ბრიჯიტ ჯონსის დღიურები 4“-ის პრემიერის თარიღი ჩაინიშნა. როგორც UPI წერს, აშშ-ში ფილმის პრემიერა 13 თებერვალს გაიმართება.
რენე ზელვეგერი და ჰიუ გრანტი თავიანთ როლებს კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან. თუმცა, ერთ-ერთი მთავარი მსახიობი კოლინ ფირთი, მარკ დარსის როლს აღარ შეასრულებს.