საარჩევნო კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ რაც იკადრა, შეასხა ნივთიერება კომისიის თავმჯდომარეს, დაუზიანა თვალი და შეურაცხყოფა მიაყენა არამარტო კონკრეტულ ადამიანს, არამედ მთელს ინსტიტუციას, დასაგმობი ფაქტია, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მომხდარს არამარტო პოლიტიკური და მორალური, არამედ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს.
„არჩევნებში რაც წააგეს და ეს გახდა ცნობილი არჩევნების დამთავრებიდან ნახევარი საათის შემდეგ, გადავიდნენ პოლიტიკური ტერორის სხვადასხვა მეთოდებზე და ამ პოლიტიკური ტერორის კონკრეტული გამოვლინება იყო, რაც დღეს კომისიის წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ იკადრა. შეასხა ნივთიერება კომისიის თავმჯდომარეს, დაუზიანა თვალი და შეურაცხყოფა მიაყენა არამარტო კონკრეტულ ადამიანს და მისი ჯანმრთელობა დააზიანა, არამედ მთელს ინსტიტუციას. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად დასაგმობი ფაქტი, არამარტო პოლიტიკური და მორალური პასუხისმგებლობა, არამედ, ვფიქრობთ, რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.