გიორგი კალანდარიშვილი: შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, სხდომას დახურულად ვაცხადებ

გიორგი კალანდარიშვილი: შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, სხდომას დახურულად ვაცხადებ

შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, სხდომას დახურულად ვაცხადებ, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების შემაჯამებელ სხდომაზე.

მანამდე კალანდარიშვილმა და სხდომის მდივანმა, გიორგი ჯავახიშვილმა ხელი მოაწერეს შემაჯამებელ ოქმს.

„შემაჯამებელი ოქმი შემდგარია, ამით ფაქტობრივად საარჩევნო პერიოდი დასრულდა, ძვირფასო კოლეგები, ჩართულო მხარეებო, რომლებიც ამ პროცესს აკვირდებოდით და სხვადასხვა სტატუსით იყავით ჩართული. ამით ფაქტობრივად, საარჩევნო პერიოდის დასრულებასთან ერთად ქვემდგომ კომისიებში, საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებს დღეიდან შეუწყდათ უფლება-მოსილება და შესაბამისად, დღევანდელი სხდომა მინდა, დახურულად გამოვაცხადო. წარმატებებს გისურვებთ ყველას. რა თქმა უნდა, ვულოცავ გამარჯვებულ პარტიებს, მანდატმოპოვებულ პირებს აღნიშნულ გამარჯვებას და ვუსურვებ წარმატებას ყველას აბსოლუტურად თავიანთ საქმიანობაში. მადლობა, სხდომას დახურულად ვაცხადებ“, - აღნიშნა კალანდარიშვილმა.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი ფერის სითხე შეასხა.