გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე: ის, რაც დღეს ვნახეთ სხდომაზე, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში

გიორგი კალანდარიშვილი დავით კირთაძეზე: ის, რაც დღეს ვნახეთ სხდომაზე, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში

ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა ცესკოში სხდომაზე მომხდარ ინციდენტზე. კერძოდ, მან ცესკოს წევრი დავით კირთაძე წარჩინებულ პროვოკატორად მოიხსენია.

„ის, რაც დღეს ჩვენ ვნახეთ, არის სახე ამ კონკრეტული ადამიანის ბოროტების. ის ცნობილი იყო, როგორც წარჩინებული პროვოკატორი ჩვენს კომისიაში, რომელმაც კიდევ ერთხელ, ალბათ საბოლოოდ და სამუდამოდ ჩამოიკიდა ის სახელი რასაც ჰქვია პროვოკაცია და ბოროტება. თუმცა, ეს მეორეხარისხოვანია, ამაზე ბევრად მნიშვნელოვანი ის არის, რომ ასეთი ქმედებით, ასეთი ზეწოლით, ბულინგითა და პირადი თავდასხმებით ფაქტობრივად, კიდევ ერთხელ დადასტურდა ის, რომ რეალურად, არჩევნებთან დაკავშირებით არ არსებობს რაიმე ხელშესახები გარემოება, რომელიც მიუთითებდა იმაზე, რომ არჩევნები იყო მანიპულირებული“, - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა განახლებული სხდომის დასაწყისში.

აღნიშნულის შემდეგ მან კენჭისყრაზე დააყენა სხდომის დღის წესრიგის პროექტის დამტკიცების საკითხი.

ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.