Bloomberg: ჩეხეთი რუსულ გაზს უბრუნდება, რადგან ალტერნატიული ვარიანტი ძალიან ძვირია

Bloomberg: ჩეხეთი რუსულ გაზს უბრუნდება, რადგან ალტერნატიული ვარიანტი ძალიან ძვირია

ბოლო ორი წლის განმავლობაში ევროპა ცდილობდა, არ ყოფილიყო დამოკიდებული რუსულ გაზზე, თუმცა, ალტერნატიული ვარიანტების სიძვირე ზოგიერთ ქვეყანას იძულებულს ხდის დაუბრუნდეს ძველ წყაროებს და ერთ-ერთი მათგანი ჩეხეთია, - წერს Bloomberg.

ჩეხეთმა 2023 წლის ზაფხულში გამოაცხადა სრული დამოუკიდებლობა რუსული გაზისგან და იმპორტი თითქმის ნულამდე შეამცირა. ახლა კი, ის ახორციელებს რუსული საწვავის ნაწილის იმპორტს სლოვაკეთის გავლით.

ეს პროცესი საწვავის შედარებით იაფ მიწოდებასთან დაკავშირებით შეიძლება შეწყდეს წლის ბოლოს, როდესაც დამთავრდება შეთანხმება, რომელიც რუსეთიდან ევროკავშირში უკრაინის გავლით საწვავისა და ბუნებრივი აირის იმპორტს გულისხმობს.

მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალური ევროპის ქვეყნები აცხადებენ, რომ მათ აქვთ საკმარისი რაოდენობის ბუნებრივი აირი, ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ დიდი დანახარჯების წინაშე. ამ კვირას ევროპაში გაზის საბაზისო ფასმა წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია.

„რუსული გაზი შედის ჩეხეთში მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ეკონომიური თვალსაზრისით მომგებიანია“, - განაცხადა ჩეხმა ანალიტიკოსმა დომინიკ რუსინკომ, რომელმაც აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ფაქტორად ითვლება ტრანზიტული გადასახადი - 2,5 ევრო მეგავატ-საათში, რომელიც გერმანიამ დააწესა.

გამოცემა წერს, რომ სლოვაკეთი და ავსტრია ახორციელებენ რუსული გაზის დიდ იმპორტს, ჩეხეთი და იტალია კი იღებენ მას ირიბად, მეზობელი ქვეყნების მეშვეობით.

ავსტრიული ენერგეტიკულმა კომპანია OMV AG განაცხადა, რომ მიიღო რუსული „გაზპრომისგან“ შეტყობინება იმის შესახებ, რომ 16 ნოემბერს შეაჩერებს გაზის მიწოდებას ამ ქვეყანაში. OMV-მ დადო პირობა, რომ მიაღწევს იმას, რომ გადაახდევინებს რუსეთს 230 მილიონ ევროს, როგორც საარბიტრაჟო ანაზღაურებას.

ჩეხეთს არ აქვს არანაირი კონტრაქტი „გაზპრომთან“, თუმცა ბუნებრივი აირის მიწოდება მეზობელი სლოვაკეთიდან წინა წლიდან მკვეთრად გაიზარდა, აღნიშნულია სტატიაში. ჩეხეთის მილსადენის ოპერატორის Net4Gas-ის მონაცემებით, რუსული ბუნებრივი აირის სავარაუდო რაოდენობა, რომელიც ქვეყანას აღმოსავლეთიდან მიეწოდება თითქმის ნახევრამდე გაიზარდა წინა ზამთარს და 74%-მდე ამ კვარტალში. პატარა ნაწილი ტრანზიტით გადის ამ ქვეყნიდან გერმანიაში და პოლონეთში.

გერმანიის ტარიფი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჩეხურმა კომპანიამ გაზარდა იმპორტი არარუსული წყაროებიდან, მათ შორის ნორვეგიიდან და ჰოლანდიიდან. მაგრამ წყაროებმა უნდა გადაკვეთონ რამდენიმე ქვეყანა, რომ მიაღწიონ დანიშნულების ადგილს, ტარიფი გერმანიის საზღვარზე კი ძალიან ძვირია.

ექსპერტ მეგი სიუეტინ ლინის თქმით, გაზის ტრანსპორტირების მთლიანი ღირებულება გერმანიიდან მეზობელ ქვეყნებში 3,50 ევროს აღწევს მეგავატ-საათში, რაც 8%-ით გაძვირებას უდრის იმ ფასებთან შედარებით, რომელიც ახლა ბაზარზეა.

ჩეხეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს ცნობით, გერმანიის მაღალი ტარიფი გახდა ძირითადი მიზეზი, რის გამოც ზოგიერთი ქვეყანა რუსულ გაზს უბრუნდება.

Aburjga Tasmanieli ვაა... უყურე ამ თახსირ, უმადურ ჩეხებს?! ყველა მათი ჩადენილი ღალატის და გოთვერნობის მიუხედავად ახლა რუსული გაზი მოუნდათ?!
1 საათის უკან