ცესკოში სხდომა დაპირისპირებით დაიწყო. დავით კირთაძემ გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.
მომხდარს ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება სხდომის სხვა მონაწილეებს შორისაც მოჰყვა. დაპირისპირება სხდომის დარბაზის გარეთ გაგრძელდა.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხდომა, რომელზეც არჩევნების შედეგები უნდა შეაჯამონ, ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა.