რუსეთის საგარეო უწყება რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან

რუსეთის საგარეო უწყება რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იძულებულია რეკომენდაცია გაუწიოს რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ ოკუპირებულ აფხაზეთში მოგზაურობისგან.

„რუსული მხარე, აფხაზეთის შიდა პროცესებში ჩარევის გარეშე, მოელის, რომ შექმნილი ვითარება მხოლოდ მშვიდობიანი პოლიტიკური გზით გადაწყდება. ამავდროულად, რა თქმა უნდა, მკაცრად უნდა იყოს დაცული აფხაზეთის კანონები, მათ შორის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის კუთხით“, - აღნიშნა მარია ზახაროვამ.