საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არავითარი გეგმა არ გააჩნია, გარდა იმისა, რომ უცხოეთიდან ვიღაცამ რაღაც მუქარა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაზე.
„ოპოზიციის გეგმა არ არსებობს. მათი გეგმა არის ნული. ოპოზიციის გეგმაა, რომ იქნებ უცხოეთიდან ვიღაცამ რაღაცა მუქარა და ზეწოლა განახორციელოს ჩვენს ქვეყანაზე. რა გეგმა უნდა ჰქონდეს გვარამიას, ხაზარაძეს ან ნებისმიერ მათგანს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ოპოზიციას გეგმების დაკონკრეტება ისევ უჭირს და საკუთარ მხარდამჭერებს ახალს ისევ ვერაფერს ეუბნება.