არიან ასეთ პოლიტიკურ ჭაობში, ტრიალებენ პოლიტიკურ ლაბირინთში, ასე იტრიალებენ და მერე როცა პარლამენტი შევიკრიბებით და დავიწყებთ მუშაობას დაიწყებენ ფიქრს იმაზე ვინ რომელი მხრიდან და რა გზით შემოვიდეს პარლამენტში, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა ჟურნალისტებთან.
„სააკაშვილს პირველი რაც არ მოსწონს არის ის, რომ მისი პარტია პრაქტიკულად დაეცა, ანუ 9%- იანი მხარდაჭერა აქვს უკვე. სააკაშვილს მოუწევს შეეგუოს იმ მოსაზრებას, რომ ის აღარავის აღარ აინტერესებს როგორც პოლიტიკოსი. არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.