კახა კალაძე: მეგობრები არ იქცევიან ისე, როგორც ის 8 ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ოპოზიციის მიტინგზე სისულელეებს ქადაგებდა. ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით არიან ამ ქვეყნის მტრები

კახა კალაძე: მეგობრები არ იქცევიან ისე, როგორც ის 8 ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ოპოზიციის მიტინგზე სისულელეებს ქადაგებდა. ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით არიან ამ ქვეყნის მტრები

რეალურად ეს ადამიანები, თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ქვეყნის მტრები იმიტომ, რომ მეგობრები ასე არ იქცევიან, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“, თბილისის მერმა კახა კალაძემ იმ ევროპელ პოლიტიკოსებთან დაკავშირებით, რომლებიც ოპოზიციის მიმართ მხარდაჭერას ღიად გამოხატავენ.

მისი თქმით, ეს არის მტრული დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ.

„პროცესები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, არის გაგრძელება იმ მტრული რიტორიკის, რასაც ჩვენ ბოლო თვეების, ბოლო წლების განმავლობაში ვხედავდით ე.წ. მეგობრებისგან, უცხოეთიდან. რეალურად ეს ადამიანები თავიანთი პოლიტიკური განცხადებებით პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ არიან ქვეყნის მტრები იმიტომ, რომ მეგობრები ასე არ იქცევიან. მეგობრები არ იქცევიან ისე, როგორც ის 8 კონკრეტული ადამიანი, რომელიც ჩამოსული იყო და ოპოზიციის მიტინგზე გამოსული, რაღაც სისულელეებს ქადაგებდა.

შესაბამისად, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს დღევანდელ მოცემულობაში, რადგან ქართველი ხალხის უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, აირჩია „ქართული ოცნება“, „ქართულ ოცნებას“ ანდო ქვეყნის და რა თქმა უნდა ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის დაპირებები, რაც იყო წინასაარჩევნოდ, შესრულდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.