ამირან სალუქვაძე: პარტიები, რომლებიც პარლამენტს მიღმა რჩებიან, როგორც წესი ქრებიან. თუ არ შევლენ პარლამენტში, ეს მათთვის იქნება ცუდი

ამირან სალუქვაძე: პარტიები, რომლებიც პარლამენტს მიღმა რჩებიან, როგორც წესი ქრებიან. თუ არ შევლენ პარლამენტში, ეს მათთვის იქნება ცუდი

პარტიები, რომლებიც პარლამენტს მიღმა რჩებიან, როგორც წესი ქრებიან. 250 პარტიაა დარეგისტრირებული და რამდენ პარტიას ვხედავთ ჩვენ პოლიტიკურ სივრცეში - მხოლოდ იმ პარტიებს, რომლებიც პარლამენტში არიან, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ.

მისი თქმით, თუ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში არ შევლენ, ეს მათთვის იქნება ცუდი.

„გარკვეული პოლიტიკური პირები, რომლებიც 20-30 წელია არიან პოლიტიკაში, რაღაც აქტივობას ინარჩუნებენ. ზოგიერთი სოციალური ქსელით გააქტიურდა, რადგან ტელევიზიებიდანაც კი გაქრნენ, რადგან ისინი არც მედიისთვის და არც საზოგადოებისთვის ინტერესს არ წარმოადგენენ. თუ არ შევლენ პარლამენტში, ვგულისხმობ 4 და 5 ნომერს, იქნება მათთვის ცუდი, პოლიტიკური სისტემისთვის კი უკეთესი, რათა მოხდეს ჯანსაღი ძალების შემოსვლა პოლიტიკაში. სანამ ესენი პოლიტიკაში არიან ამ ძიძგილაობით, უაზრო აქციებით, მათ ხელშია ძალიან დიდი ფინანსური რესურსები, მედია, არ მისცემენ სხვა საშუალებას პოლიტიკაში შემოსვლის“, - აცხადებს სალუქვაძე.