დონალდ ტრამპი ზემოქმედებას მოახდენს უკრაინასა და რუსეთზე მოლაპარაკების მაგიდასთან მათ მისაყვანად, - განაცხადა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა ჯეიმს სტავრიდისმა „სიენენთან“ ინტერვიუში. მისივე თქმით, პუტინს, სავარაუდოდ, უკრაინის 20 პროცენტი დარჩება, დანარჩენი 80 პროცენტი კი დემოკრატიული და თავისუფალი იქნება.
ნატოს ყოფილი მაღალჩინოსნის ვარაუდით, მომავალი 5 წლის განმავლობაში უკრაინას ნატოშიც მიიღებენ.
„ეს არ არის ყველაზე ცუდი შედეგი და უკრაინის კრიზისი ალბათ ასე დასრულდება“, - განაცხადა ჯეიმს სტავრიდისმა.