დღის მეორე ნახევარში ვხედავდით, რომ „ქართული ოცნება“ იღებდა უფრო ნაკლებ ხმებს და ორი პარტია იღებდა უფრო მეტ ხმებს, ეს დაახლოებით 16:00 საათიდან დაიწყო. მხედველობაში მაქვს „ლელო“ და გახარიას პარტია. თავიდან მე ამას ვუწოდე სტატისტიკური ანომალია, - განაცხადა „გორბის“ დამფუძნებელმა მერაბ ფაჩულიამ გადაცემაში „იმედის კვირა“.
„თუ არ ვცდები, 2-2,5% იყო ის ხალხი, ვინც 2020 წელს მისცა „ქართულ ოცნებას“ ხმა, წამოიყვანა ამ პარტიამ. მაგრამ იყო ძალიან დიდი რაოდენობა ამომრჩევლის, ვინც 2020-ში მისცა ხმა „ნაციონალურ მოძრაობას“ და დღეს აძლევდა ხმას ან გახარიას ან „ლელოს“, - აღნიშნა მერაბ ფაჩულიამ.