რუსეთის შსს პრეს-სამსახურის ცნობით, ამ დღეებში როსტოვის ოლქში ორმა ქურდმა - 30 წლის დაღესტნის მოქალაქემ და 25 წლის საქართველოს მოქალაქემ - აეროდრომიდან მოიპარა ნოვოჩერკასკის საზოგადოება „დონავიას“ კუთვნილი სპორტული თვითმფრინავი.
დანაკარგის ღირებულებამ აიძულა ორგანოები გადამწყვეტი ღონისძიებები გაეტარებინათ.
ოპერაცია „ვიხრ-ანტიტერორ“-ის გატარებისას ორიგინალურ დანაშაულობასთან მებრძოლი სამმართველოს თანამშრომლებმა დამნაშავეები დააკავეს სამხილთან ანუ თვითმფრინავთან ერთად.
როგორც გაირკვა, „ქურდებმა“ რომლებმაც თავი ავიატრანსპორტის კანონიერ მფლობელად გაასაღეს, „რკინის ჩიტი“ „სოვტრანსავტოს“ ფილიალის ერთ-ერთ დირექტორს მიჰყიდეს, სულ რაღაც 1000 დოლარად.