პოლონეთში მცხოვრები ბაკარდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზ კატად აღიარეს. ასეთ დასკვნამდე ნორვეგიაში ჩატარებული კატების საერთაშორისო გამოფენის FIFe World Show ჟიურის წევრები მივიდნენ.
26 მსაჯი 1,5 ათასზე მეტი მონაწილის შეფერილობას, ბეწვ, აღნაგობასა და სახის ფორმას აფასებდა. ფინალში ბაკარდიმ, რომელიც რუსული ცისფერი ჯიშის წარმომადგენელია, სომალიურ, აბისინურ და ორიენტულ კატებს აჯობა.
„ყოველთვის ვიცოდი, ,რომ ბაკარდი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი კატაა. ამის შესახებ ყოველდღე ვეუბნები, ახლა კი წერილობით დასტურიც მაქვს“, - განაცხადა კატის პატრონმა ჯოანა კოვალჩიკმა.