ნიდერლანდების ერთ-ერთ გალერეაში გვიან ღამით მძარცველები შეიჭრნენ და ამერიკელი მხატვრის, ენდი უორჰოლის ორი ნამუშევარი მოიპარეს. ინციდენტი ჩრდილოეთ ბრაბანტის პროვინციაში MPV გალერეაში მოხდა.
მძარცველებმა ენდი უორჰოლის ოთხი ორიგინალი ნამუშევრის მოპარვა სცადეს, თუმცა საბოლოოდ, ორი წაიღეს და ორი გალერეასთან ახლოს დატოვეს, რადგან ავტომობილში ვერ მოთავსდებოდა.
მოპარული ნამუშევრებიდან ერთი დედოფალ ელიზაბეთ II-ის პორტრეტია, ხოლო მეორე - დანიის დედოფლის, მარგარეტ II-ის პორტრეტი.
ადგილობრივმა პოლიციამ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, მათი თქმით, როგორც ჩანს, ძარცვისას აფეთქებაც მოხდა და გალერეასა და მის მიმდებარე შენობებს დიდი ზიანი მიადგათ. გავრცელებული ინფორმაციით, მძარცველები მანქანით გაიქცნენ.
ენდი უორჰოლი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს მხატვრად მიიჩნევა. ის 1987 წელს, 58 წლის ასაკში გარდაიცვალა.