რუდ ვან ნისტელროი: „მზად ვარ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ნებისმიერ პოზიციაზე დავრჩე“

რუდ ვან ნისტელროი: „მზად ვარ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ ნებისმიერ პოზიციაზე დავრჩე“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელმა რუდ ვან ნისტელროიმ განაცხადა, რომ მზად არის გუნდში დარჩეს ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნის შემდეგაც.

„აქ მოვედი, როგორც ასისტენტი, რათა დავეხმარო კლუბს. ვეხმარები, როგორც საჭიროა. სამომავლოდ, მზად ვარ „იუნაიტედში“ ახალი მწვრთნელის მოსვლის შემდეგაც ნებისმიერ პოზიციაზე დავრჩე“, - ციტირებს რუდ ვან ნისტელროის სიტყვებს Sky Sports.

შეგახსენებთ, რომ მთავარი მწვრთნელის, ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ, რომელიც გუნდს 2022 წლიდან ხელმძღვანელობდა, „იუნაიტედმა“ „ლესტერი“ ინგლისის ლიგის თასზე შინ 5:2 დაამარცხა. ცხრა მატჩის შემდეგ კლუბი პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.

შეგახსენებთ, რომ ნოემბრიდან „მანჩესტერის“ მთავარი მწვრთნელი ლისაბონის „სპორტინგის“ ამჟამინდელი დამრიგებელი, რუბენ ამორიმი გახდება.