ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს პენსილვანიაა - სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის რიგს პოლიცია კეტავს

ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს პენსილვანიაა - სოციალურ ქსელში ვიდეოები ვრცელდება, სადაც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის რიგს პოლიცია კეტავს

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ X-ში ვრცელდება სხვადასხვა ვიდეო, სადაც პოლიცია ხმის მიცემის რიგს კეტავს ან შესასვლელ კარს ბლოკავს, რის გამოც, ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცედურაში ხელი ეშლებათ.

როგორც ერთ-ერთი ვიდეოს ავტორი წერს, ვისაც სურდა სცოდნოდა, როგორ ტარდება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, ეს ვიდეო აღნიშნულის ილუსტრირებაა. 

"თუ გინდოდათ გცოდნოდათ, როგორ გამოიყურება მესამე მსოფლიოს ქვეყნებში არჩევნები, აი ესაა - პოლიციელები კეტავენ ხმის მიცემის ხაზებს, რადგან ძალიან ბევრი რესპუბლიკელი აძლევს ხმას.

ეს არ არის კუბა ან ვენესუელა, ეს არის პენსილვანია.

ასე რომ, არ მისცეთ მათ საშუალება, შეგაჩეროთ ხმის მიცემისას."-  აღნიშნულია X-ზე გავრცელებულ ვიდეოში.

"ახალი ვიდეო ბაქსის ოლქი, პენსილვანიიდან აჩვენებს, რომ პოლიციელი ბლოკავს კარს, როდესაც ამომრჩევლები ცდილობდნენ ხმის მიცემას საღამოს 4:38 საათზე" -  წერს ჯეკ პოსო X-ზე.

https://x.com/DC_Draino/status/1851336500199506080