„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა პაულუ ფონსეკამ „ნაპოლისთან“ მატჩის (0:2) შემდეგ ისაუბრა.
როგორც მან თქვა, მისმა გუნდმა მომენტები შექმნა, მაგრამ პრობლემა მისი გამოუყენებლობა იყო:
„რაც ხდება, ჩემი პასუხისმგებლობაა. ორივე გოლზე შეცდომები დავუშვით, ადვილი არ არის 5 წუთის შემდეგ გოლის გაშვება და თამაში. მათ მომენტები გამოიყენეს, ჩვენ ეს ვერ გავაკეთეთ.
გუნდმა მომენტები შექმნა, დაამტკიცა, რომ ერთიანია და იბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელები აკლდა. სკუდეტო? არ მახსოვს გუნდი, რომელმაც ტიტული 9 ტურის შემდეგ მოიგო. დადებითი შედეგებია საჭირო, რომ ჩემპიონობისთვის ბრძოლაში დავბრუნდეთ“, - თქვა ფონსეკამ.
შეგახსენებთ, რომ „მილანი“ სერია A-ში 14 ქულით მხოლოდ მერვე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, „მონცას“ დაუპირისპირდება.