ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ასევე იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია თუ არა, - ასე ეხმაურება დედაქალაქის მერი, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებას.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ეუთო/ოდირის თანახმად, არჩევნები კონკურენტული და მრავალპარტიული იყო.
„ჯო ბაიდენი ვერ იქნება არჩევნების შემფასებელი, ასევე იმის, ხელისუფლება ლეგიტიმურია, თუ - არა. ამას აფასებს ეუთო/ოდირი. ჩვენ მოვისმინეთ მათი შუალედური დასკვნა, რომელიც საოცრება იყო, ასეთი დასკვნა არ მახსოვს არჩევნებზე და დასრულების შემდეგ. პირდაპირ გამოვიდნენ და თქვეს, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, მრავალპარტიული. ხალხს ჰქონდა შესაძლებლობა, რომ გაეკეთებინა საკუთარი არჩევანი. რაც შეეხება განცხადებებს, სწორედ ამიტომ დაიწყო გამოძიება, რომ ყველაფერს გაეცეს პასუხი. არ დარჩეს კითხვის ნიშანი. მინდა ვთქვა, რომ ვისაც სურვილი აქვს გინდ ქვეყნის შიგნით, ან ქვეყნის გარეთ, ყველას ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დათვალონ ყველაფერი. დარწმუნებულები ვარ ჩვენს სიმართლეში“, - აღნიშნა კალაძემ.
ინფორმაციისთვის, აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად. განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.
რაც შეეხება ბაიდენს, რა უნდა თქვას რრმა დემენციით შეპტრობილმა - ტიპი ზელენსკის და პუტინს ვარ არჩევს, ვერ არჩევს სირიას და ვენესუელას ...