ბატონმა ორბანმა ასეთი რამ თქვა - როდესაც კონსერვატიული პარტიები იმარჯვებენ, ევროპის მხრიდან განსაკუთრებით ხშირად არის ხოლმე ასეთი რეაქციები. დღეს ევროპული ბიუროკრატია მეტად სწყალობს ლიბერალურ პარტიებს და მაინც და მაინც არ მიესალმება ხოლმე კონსერვატორების გამარჯვებას, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მედიასთან.
მისი თქმით, ეროვნული, ტრადიციული მიმართულებები დასჯის საფუძველი არ უნდა იყოს.
„მაგრამ საქართველო თავისი ტრადიციებით, ბუნებით, გაუტეხელი ხასიათით, მებრძოლი ხასიათით ყოველთვის კონსერვატიული მიმართულების იქნება, რადგან ეს მიმართულებაა, რომელიც მას გადაარჩენს. იმიტომ ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ ქართულად, რომ ქართველი ყოველთვის კონსერვატიულად აზროვნებდა; მას თანამედროვე განვითარების ტენდენციებზე მიერთება არასდროს ეშლებოდა. ვაჟა-ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, რუსთაველის ქვეყანა ვართ. არასდროს შეგვშლია თანამედროვეობის აღქმა, არც შესაბამისი განათლება დაგვკლებია და არც არც განვითარებაზე მიყოლა, თუ არა გასწრება, როცა ევროპელობაზე ვსაუბრობთ, ვაჟა ფშაველას ქვეყანა ვართ და ვაჟას ქვეყანაში ევროპელობაზე ნუ გველაპარაკებიან. დიახ, კონსერვატიული მიმართულების, კონსერვატიული, ტრადიციული, ეროვნული ღირებულებების ხალხი და შესაბამის ხელისუფლება იქნება სულ, რადგან ეს ფსევდოლიბერალური წარმოდგენები გაანადგუროს. „ფორმულას“ ჟურნალისტი მეუბნება, - უნდა დავისაჯოთ კრიტერიუმების, სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, თურმე ვიზალიბერალიზაცია უნდა შეგვიჩერონ და მოქალაქეებს უნდა დასაჯონ. წარმოგიდგენიათ რას კადრულობენ? მოქალაქეების დასჯაზე დაიწყეს საუბრები, მოქალაქეებს უნდა შევუჩეროთ ვიზა, რადგან კონსერვატიული მიმართულების ხელისუფლება აირჩიესო. თქვენ ნახეთ აბა ევროპაში, რომელიმე ხელისუფლება, რომელიც კონსერვატიული მიმართულების არის და რუსებს არ ეძახიან. რატომ? - ლიბერალური დემოკრატია მტრობს კონსერვატიულ ხელისუფლებებს. ეროვნული, ტრადიციული მიმართულებები დასჯის საფუძველი არ უნდა იყოს. ფსევდოლიბერალები რადგან ვერ იმარჯვებენ, რადგან ტრადიციული, ქრისტიანული ქვეყანაა და ლგბტ პროპაგანდას არ უშვებენ, თურმე საქართველოს მოქალაქეები უნდა დასაჯონ და ვიზალიბერალიზაცია შეუჩერონ. ასეთ მავნებლობას არასდროს გავუტარებთ. ქართველი ხალხი კიდევ უფრო დაუჭერს მხარს ეროვნული ხელისუფლებას ასეთ მავნებლობაზე გაფიქრებაც თუ მოახერხეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.