„საზოგადოება ქართული“ განცხადებას ავრცელებს, სადაც ეგზიტპოლების შედეგებზე ამახვილებს ყურადღებას, მათ შორის აღნიშნულია, რომ Edison Research-ის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14% ნაკლები იყო ცესკოს საბოლოო შედეგებზე, შესაბამისად „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ გაყალბება არ უნდა გაგვიკვირდეს.
როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკოს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.
„Edison Research-ისგან ქართული ოცნების საწინააღმდეგოდ 12,1 %-ით გაყალბება არ გაგვკვირვებია. ყველა წინა წლების სტატისტიკა დოკუმენტურად ადასტურებს, რომ ამ კომპანიის კვლევებში მმართველი პარტიის რეიტინგი ყოველთვის 10-14% ნაკლები იყო ცესკოს საბოლოო შედეგებზე. ამ შემთხვევაშიც, ეს კომპანია საქართველოში არა ნამდვილი რეიტინგის დადგენას მოემსახურა, არამედ მანიპულაციებს, რათა ოპოზიციისთვის საბაბი მიეცა არჩევნების გაყალბებულად გამოცხადებისთვის. სინამდვილეში კი პირიქით გამოუვიდა, სიყალბეზე „მოზეიმე“ ოპოზიცია დღემდე ვერ გამოვიდა შოკიდან, რომელიც ცესკოს რეალური შედეგების გამოცხადებიდან მიიღეს.
რა თქმა უნდა, უცხოელი პატრონების ორმაგი და სამმაგი სტანდარტების გამო, ოპოზიცია, ე.წ. არასამთავრობოები და სალომე ზურაბიშვილი საერთოდ არ გრძნობენ უხერხულობას ორ მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ვერ გათვალეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ კურატორებმა. კერძოდ, ცესკოს მონაცემებს დაემთხვა არა მხოლოდ „გორბის“ ეგზიტპოლი, არამედ, და, რაც მთავარია - იმ #ISFED-ის პარალელური ხმების დათვლის შედეგი (მათივე აღიარებით), რომელმაც 2020 წლის არჩევნებისას PVT გააყალბა“-წერია განცხადებაში.