ფაშიზმია, რასაც ისინი აკეთებენ. მე მაქვს ინფორმაცია მინიმუმ რამდენიმე ათეული ადამიანისგან რომ მათ მიმართ ხდება უპრეცედენტო ბულინგი, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანი, მამუკა მდინარაძე „ქართული ოცნების“ ემიგრანტი მხარდამჭერების მისამართით დაწყებულ ბულინგის კამპანიაზე დასმულ შეკითხვას.
„რატომ არის „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა უცხოეთში დაბალიო, იმ ქვეყანაში ჰელსინკის კომისია გვეუბნება, რომ აქ უბედურება მოხდა და თავისი ქვეყნის ადმინისტრაციას უპირისპირდება და ჩვენს ემიგრანტებს რას უზამენ წარმოიდგინეთ. მათ შორის რამდენიმე ადამიანი ვიცი, რომლებსაც უთხრეს, რომ სიცოცხლეზე აგაღებინებენ ხელსო, რადგან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ კლიპში რამდენიმე სიტყვა თქვიო. ამ ფაშისტურ მიდგომას უნდა დავუპირისპირდეთ დემოკრატიით“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.