გნებავთ შემობრძანდით, კომისია გავაკეთოთ და ერთად ჩავიდეთ ყველა უბნამდე. თუკი სადმე დეტალში შეიძლება შევძვრეთ, დავიდოთ წინ მასალები და ჩავყვეთ ბოლო ამომრჩევლამდე. მერე ვინ აღმოჩნდება მტყუანი და მართალი, აგონ პასუხი თავის ყველა სიტყვაზე. ვაი იმის ბრალი, ვინც აქ მტყუანი აღმოჩნდება. საერთოდ დასამარდება როგორც პოლიტიკური პარტია ან პოლიტიკოსი, - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის განცხადებებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით.
მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციას არ აქვს რეალური მტკიცებულება და ფაქტები დარღვევის შესახებ.
„უცებ აღმოჩნდნენ შავ დღეში. პროკურატურაში რომ მივა ადამიანი, ჩვენება ხომ უნდა მისცეს?! უნდა თქვას გაყალბების რა ფაქტები იცის, რეალურად მათ ამის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნიათ, რადგან არ გააჩნიათ, მეორე ვარიანტია თქვან, რომ ეს იყო პოლიტიკური განცხადებები და გაყალბებაზე არაფერი იციან. ამიტომ არიან შავ დღეში. თუ რამე იციან წავიდნენ და ჩვენება მისცენ. იმ ჩვენებას ვერც ვერავინ შეუცვლით, რასაც იტყვიან ის აღიბეჭდება. მაგრამ ეს არ უნდათ, რადგან გუშინ ერთს ლაპარაკობდნენ, დღეს მეორეს ამბობენ“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პროკურატურამ არჩევნების სავარაუდო გაყალბების საქმეზე გამოძიებადაიწყო და სალომე ზურაბიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.
ანუ 2012 წელს ოცნებამ ხმები აიღო, ის მათი საკუთრება ყოფილა სამიდღემჩიოდ! მაშინ რა დააშავა სააკაშვილმა? 2004 წელს მან ხმების 90% აიღო ... მერე მათი ნაწილი ოცნებამ მოიპარა?