ექსპერტი ნინო ფოჩხუა საპარლამენტო არჩევნების სავარაუდო გაყალბების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს პროკურატურის განცხადებას ეხმიანება, რომლითაც ცნობილი ხდება, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოკითხვის მიზნით დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, მივიდეს სალომე ზურაბიშვილი და კამერების წინ დაამტკიცოს ის, რასაც არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით საუბრობს.
მისივე თქმით, აღარ გაუვა ქვეყნის ნგრევა, ეს ეხება ყველას, ვისაც ხელი აქვს მოწერილი სამშობლოს ღალატზე და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაზე ქვეყანაში.
„რატომ შეიტანა პროკურატურაში საჩივარი ცესკომ, ეს ხომ ჩვენს დესტრუქციულ ოპოზიციას უნდა გაეკეთებინა? ხომ იძახიან გაყალბდა არჩევნებიო? ამ საჩივრით ცესკო დაეხმარა მათ დაამტკიცონ გაყალბების ფაქტები. ეხმარება იმაშიც, რომ თუ საქართველოში ვერ "იპოვეს სამართალი," მიმართონ უცხოეთს, ისე თვითონაც ხომ იციან, კანონით ჯერ საკუთარ ქვეყანაში უნდა ამოიწუროს ყველა ინსტანცია და შემდეგ სხვა და დანარჩენი.
რაც შეეხება აგენტ პრეზიდენტს, მივიდეს სადაც იბარებენ და რასაც ბლუყუნებს კამერების წინ, ის დაამტკიცოს, აღარ გაუვა ქვეყნის ნგრევა, ეს ეხება ყველას, ვისაც ხელი აქვს მოწერილი სამშობლოს ღალატზე და უცხო ქვეყნების ინტერესების გატარებაზე ქვეყანაში.
ჩვენ კი "ქართული ოცნების" მილიონზე მეტი ამომრჩეველი მხარს დავუჭერთ კანონის აღსრულებას.“-წერს ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.