შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროკავშირის გზაზე ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მან მადლობა გადაუხადა ამომრჩეველს, რომლებმაც, მისი თქმით, არჩევანი ქვეყნის მშვიდობიან განვითარებაზე გააკეთეს.
„მინდა საქართველოს მოსახლეობას მოვულოცო საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულება, რომელმაც მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ყველა პოლიტიკურ პარტიას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ ეწარმოებინა საარჩევნო კამპანია. მთავარია, რომ არჩევნები ჩატარდა სტაბილურ და დემოკრატიულ გარემოში. მოვისმინეთ ეუთო/ოდირის შეფასებაც, რომელმაც თქვა, რომ არჩევნები იყო კონკურენტული, მრავალპარტიული, ყველა პოლიტიკურ ძალას ჰქონდა საშუალება ეწარმოებინა კამპანია.
2012 წლის შემდეგ, ასეთი მხარდაჭერა არ მახსოვს. საარჩევნო კამპანიისას ხალხის მხრიდან ვგრძნობდით მხარდაჭერას. თანადგომა იმის გარანტია, რომ წარმატებით დავძლევთ ყველა გამოწვევას. გაგრძელდება ეკონომიკური განვითარება, წინსვლა. შესრულდება ყველა ვალდებულება ევროინტეგრაციის გზაზე. აქაც თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროკავშირის გზაზე ყველაფერი უკავშირდება 2012 წლის შემდეგ პერიოდს და „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდს“,- აღნიშნა კალაძემ.