აშშ-ის ორი შტატის საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა - განადგურებულია ასობით ბიულეტენი

აშშ-ის ორი შტატის საარჩევნო ყუთებს ცეცხლი გაუჩნდა - განადგურებულია ასობით ბიულეტენი

პორტლენდში, ორ საარჩევნო ყუთში ხანძრის გაჩენის ფაქტს იძიებს აშშ-ის ფედერალური ხელისუფლება. CNN-ი ინფორმაციით, ცეცხლი ვაშინგტონისა და ორეგონის შტატების საარჩევნო ყუთებს თითქმის ერთდროულად გაუჩნდა; განადგურებულია ასობით ბიულეტენი.

სამართალდამცველები მიიჩნევენ, რომ ორივე შემთხვევაზე პასუხისმგებელი ერთი და იგივე პირია.

აშშ-ის ლიდერები მოუწოდებენ მოქალაქეებს, არ შეეშინდეთ და მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში.

ვადამდელი ხმის მიცემის პროცესი აშშ-ში გასული კვირის ბოლოს დაიწყო. მისი მიზანი, როგორც წესი, ამომრჩეველთა მონაწილეობის გაზრდაა და ის რამდენიმე შტატში მიმდინარეობს.