სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ემიგრანტების მიმართ მუქარის შემცველი სტატუსები გამოქვეყნდა

სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ემიგრანტების მიმართ მუქარის შემცველი სტატუსები გამოქვეყნდა

ლიბერალური ფაშიზმის გაგრძელება და მუქარა რადიკალებისგან - ოპოზიციის მხარდამჭერების მიზანში ახლა ის ემიგრანტებიც მოექცნენ, რომლებიც „ქართული ოცნების“ პოლიტიკას საქართველოს ფარგლებს გარეთ იზიარებენ.

მუქარის შემცველი სტატუსების გამოქვეყნება სოციალურ ქსელში აქტიურად დაიწყეს. სტატუსების შინაარსი ასეთია - აგროვებენ იმ ემიგრანტთა სიას, რომლებმაც არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მისცეს ხმა. მიზანი - მათი დაბულინგება და შევიწროებაა.