ჯო ბაიდენი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჯო ბაიდენი საქართველოსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის შესახებ" განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში პრეზიდენტი ბაიდენი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი” და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან.

“შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს. სწორედ ამიტომ ძალიან საგანგაშო იყო ქვეყნის ბოლოდროინდელი დემოკრატიული უკუსვლა, მათ შორის კანონპროექტების ამოქმედება, რომლებიც რუსული კანონების სარკის ანარეკლს წარმოადგენენ, რომლებიც ზღუდავს ფუნდამენტურ თავისუფლებებს და ზღუდავს სივრცეს დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის.

სულ ცოტა ხნის წინ, საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დაზიანებული იყო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების მრავალი დაფიქსირებული შემთხვევით, ისევე როგორც ამომრჩევლების დაშინებითა და იძულებით.

საქართველოს მოქალაქეებს უფლება აქვთ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი ხედვები ამ არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით, რომელიც საერთაშორისო და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა არ გამოაცხადეს თავისუფლად და სამართლიანად.

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გამჭვირვალედ გამოიძიონ ყველა საარჩევნო დარღვევა, გაიწვიონ ისეთი კანონები, როგორიცაა “უცხოური გავლენის კანონი”, რომელიც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებებს ზღუდავს, და დაუყოვნებლივ დაიწყონ ინკლუზიური დიალოგი საქართველოს ყველა პოლიტიკურ ძალასთან საარჩევნო სამართლიანობის აღდგენაზე.

ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სრულად სცენ პატივი კანონის უზენაესობას და ფუნდამენტურ თავისუფლებებს, რომლებიც საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის საფუძვლად რჩება”, - ნათქვამია ბაიდენის განცხადებაში, რომელსაც თეთრი სახლი ავრცელებს.

კარლო შეერთებული შტატები არასოდეს არ იდგა ქართველი ხალხის გვერდით, ის იდგა ყოველთვის თავისი აგენტურის გვერდით, რომელმაც გენოციდი მოუწყო ქართველ ხალხს მაგათი ხელშეწყობით. ჩვეულებრივი დამპყრობლები არიან, ამიტომ დროა ხმა ამოვიღოთ და გავცეთ საკადრისი პასუხი ამათ თავხედობას
3 კვირის უკან
მერაბ.g ბევრი ხართ ისეთები, რომელთაც გჯერათ რომ ბაიდენმა იცის სადაა საქართველო, რამდენი ვართ თბილისი რომაა ჩვენი დედაქალაქი?არაფერს ვამბობ ისტორიასა და კულტურაზე!
რა იცის ბაიდენმა, მაკრონმა, კრამონმა, ორბანმა როგორი არცევნები ჩატარდა აქ? ყველა იმის ნათქვამს იჯერებს, რომლის პოზიციაც მოსწონს და იმეორებს ყოველგვარი არგუმენტების გარეშე!
ჩვენ ვართ აქ და ჩვენ ვიცით, რომ არცევნები ჩატარდა! ჩატარდა დარღვევებით, მაგრამ არა ისეთით, რომ შავი თეთრად გამოჩენილიყო! ამაზე ბევრად უარესი არჩევნები ტარდებოდა 2012 წლამდე, მაგრამ მაშინ იყო "დემოკრატიის შუქურა" და ვენებს არავინ იჭრიდა!
ყველა შევიდეს პარლამენტში, ვისად გაისად ხმების მიღება უნდა! შექმნან საპარლამენტო კომისია და წარადგინონ რა არგუმენტებიც აქვთ და ვნახავთ! დღესდღეობით რეალური არგუმენტები არ ჩანს და ცანცარების განცხადებებს ვერ ავყვებით!
3 კვირის უკან
მერაბ.g ვამატებ: აშშ-ში საარჩევნო ყუთები იწვის, სადღაც 2600 ყალბი ბიულეტენი აღმოაჩინეს ... რა ხდება პენსილვანიაში? რა ხდება იორკში? იქნებ ეს გააგებინოს ვინმემ ამ გადღძუებულ ბერიკაცს :)))
3 კვირის უკან
არაგველი641 აი სად იღებს სათავეს ძირმაგარა და აი საიდან მოდის მთავარი ტყუილი: -"შეერთებული შტატები დიდი ხანია დგას ქართველ ხალხთან ერთად და მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს".
3 კვირის უკან
Gami ამას ზუსტად გაუგია დამკვირვებლების განცხადებები. ჰგონია ჯორჯიის შტატში ჩატარდა არჩევნები და ტრამპმა მოიგო.
3 კვირის უკან