მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შემფასებელი არ არის - იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილის სჯერათ, სამომავლოდ მის გვერდზე დგომის შერცხვებათ

მიხეილ ყაველაშვილი: პრეზიდენტის ინსტიტუტი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შემფასებელი არ არის - იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილის სჯერათ, სამომავლოდ მის გვერდზე დგომის შერცხვებათ

ცესკოსა და საქართველოს ხელისუფლების მიმართ მომთხოვნი ვიქნები: დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს კანონმდებლობა და ამის  მიხედვით იმოქმედოს ყველა უწყებამ და სისტემამ. დაიღალა ქართველი ხალხი!“, - ამის შესახებ მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ყაველაშვილმა არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები მიმოიხილა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შემფასებელი არ არის, ხოლო ადამიანებს, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილის სჯერათ, სამომავლოდ მის გვერდზე დგომის შერცხვებათ.

დააკვირდით ოთხი წლის წინანდელ მოვლენებს, თუ რას აპროტესტებდნენ მაშინდელი არჩევნების შემდეგ. იგივე მეთოდს იყენებს ახლაც ოპოზიცია გარე დავალების შესასრულებლად. საუბრობენ გაყალბებაზე, რომლის სისტემაც ვერავინ ვერ დაადგინა. ეს ყველაფერი სიგიჟეა, მაგრამ ჩვენ ხომ უკვე ვიცით, წინა არჩევნებიდან გამომდინარე, თუ ვისი დავალებით მოქმედებენ ეს ადამიანები და თუ ვისი დავალებით გამოვარდა ეს ქალბატონი, სალომე ზურაბიშვილი, რომელიც, პირდაპირ ვამბობ, რომ აგენტია. მის მეგობრებს მივმართავ - სირცხვილია მასთან ერთად დგომა. მან უღალატა იმ ადამიანებს, რომლებმაც ის აირჩიეს. თან, ეს ადამიანი სისხლის ფასად ავირჩიეთ. იმ ადამიანებს, რომლებსაც დღეს სალომე ზურაბიშვილის გულწრფელად სჯერათ, მომავალში იმის შერცხვებათ, მის გვერდზე რომ იდგნენ. ჯერ კიდევ ორი წლის წინ ვაცხადებდით, რომ მან უღალატა თავის მრწამსს. ახლა პირდაპირ ვხედავთ უკვე, რომ დავალებების შემსრულებელია. ხომ გვაქვს აზროვნების უნარი? თან, პრეზიდენტის ინსტიტუტი არჩევნების ჩატარებისა და შედეგების შემფასებელი არც არის“, - აღნიშნა  მიხეილ ყაველაშვილმა.