ჯორჯ ბუში უმცროსი საკუთარ მემუარებში 2008 წლის რუსულ-ქართული საომარი მოქმედებების შესახებ საინტერესო დეტალებს ამხელს.
მისი თქმით, რუსეთის მხრიდან საქართველოზე თავდასხმის შემდეგ, მასა და მედვედევს შორის საკმაოდ ხმაურიანი სატელეფონო საუბარი შედგა.
მედვედევმა ბუშს უთხრა, რომ სააკაშვილმა 1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა და ის ჰუსეინზე უკეთესი არაფრითაა. ცოტა ხანში, იგივე ბრალდება მოისმინა ბუშმა პუტინისგანაც.
„ოლიმპიადის გახსნაზე მე და ლორა პუტინისა და მისი თარჯიმნის სიახლოვეს ვისხედით. შესაძლებლობა მოგვეცა, გვესაუბრა. ვიცოდი, ტელეკამერები ჩვენზე იყო მომართული და ვცდილობდი, მშვიდად ვყოფილიყავი.
მე პუტინს მისი სერიოზული შეცდომის შესახებ ვუთხარი, რომლითაც რუსეთი თავს იზოლაციაში იქცევდა, ვუთხარი ისიც, რომ ის საქართველოდან უნდა წასულიყო“, - იხსენებს ბუში.
რუსების მიერ გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალში 1500 მშვიდობიანი მოსახლის დახოცვის შესახებ, გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უარყვეს.