ღორის სუკი მდოგვით

ღორის სუკი მდოგვით

ინგრედიენტები

1   კგ. ღორის სუკი(უძვლო)

3   კბილი დაკეპილი ნიორი

2   / მარცვლოვანი მდოგვი

1   / დაჭრილი როზმარინი

1   / დაჭრილი ქონდარი

მარილი

ახლად დაფქული შავი პილპილი

როზმარინის ფოთლები

3   / გამდნარი კარაქი

1   / ყავისფერი შაქარი

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 200 C-ზე. დააფინეთ პერგამენტი 22X33 სმ ზომის ლანგარს და ზემოდან მოათავსეთ რკინის ცხაური (წვისას გამოყოფილი წვენი ლანგარში დაგროვდება).

პატარა თასში აურიეთ ნიორი, მდოგვი, როზმარინი, ქონდარი, 1 ½ / მარილი და ახლად დაფქული შავი პილპილი. მიღებული ნაზავი ხორცს ყველა მხრიდან კარგად შეაზილეთ და ბრტყელი მხრით საცხობ ლანგარზე მოათავსეთ. წვით 30 წუთით, შემდეგ ხორცი სწრაფად გადაატრიალეთ და წვით დამატებით 20 წუთით.

გამდნარი კარაქი და ყავისფერი შაქარი თასში აურიეთ და ფუნჯით სუკის ნაჭერს წაუსვით. წვით კიდევ 2 წუთით.

დაჭრამდე 10 წუთით გააგრილეთ. დაჭერით 1 სმ სისქის ნაჭრებად. მიირთვით თბილი თავისივე წვენთან ერთად.