თბილისის სხვადასხვა უბანში 61 გველი დაიჭირეს

თბილისის სხვადასხვა უბანში 61 გველი დაიჭირეს

ფირმა "კობრა-კობრას" წარმომადგენლებმა თბილისის სხვადასხვა უბანში 61 გველი დაიჭირეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფირმა „კობრა-კობრას“ წარმომადგენელმა ლევან ქურდიანმა განუცხადა, მიმდინარე წლის ივნისში თბილისის სხვადასხვა უბნის მაცხოვრებლებისგან ქუჩებსა და ეზოებში გველების გამოჩენის 157 შემთხვევის შესახებ მიიღეს სატელეფონო შეტყობინება.

მათ შორის სპეციალისტებმა დასახლებული პუნქტებიდან 61 გველის გაყვანა მოახერხეს.

ქურდიანის ინფორმაციით, შარშან ივნისში დედაქალაქის ქუჩებსა და საცხოვრებელ კორპუსებთან გველების გამოჩენის 173 შემთხვევა დაფიქსირდა.

რესპუბლიკის მთავარი ტოქსიკოლოგ-ექსპერტის თემურ კობიძის ინფორმაციით, გველის დაკბენის შემთხვევების წლევანდელი სტატისტიკა ჯერ არ არსებობს, თუმცა ცნობილია, რომ გასულ წელს თბილისში გველით დაკბენის 16 შემთხვევა დაფიქსირდა.