შალვა პაპუაშვილი მილერის განცხადებაზე: რაიმე საჩივრები თუ არსებობს, იქნება განხილული, ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქცია

შალვა პაპუაშვილი მილერის განცხადებაზე: რაიმე საჩივრები თუ არსებობს, იქნება განხილული, ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქცია

რაიმე საჩივრები თუ არსებობს, იქნება განხილული, ამ ქვეყანაში მოქმედებს საქართველოს იურისდიქცია და არა რომელიმე სხვა ქვეყნის იურისდიქცია, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერ მეთიუ მილერის განცხადებას არჩევნების შედეგების გამოძიებასთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ქართული ადმინისტრაცია და სასამართლო არის უმაღლესი სტანდარტის.

„ყველა, მათ შორის უცხოელები, ყოფილი ელჩი ამერიკის, ვინც საქართველოს მართლმსაჯულებას აბრალებდა პოლიტიზებას და მიკერძოებულობას, დამარცხდა საქართველოს მართლმსაჯულებასთან სტრასბურგში. აბსოლუტურად ყველა ბრალდება, რომელიც იყო წაყენებული მართლმსაჯულების მიმართ ყველა საქმეზე, „რუსთავი2“-ის საქმეზე, მელია, სააკაშვილი, გვარამია, ყველა საქმეზე ყველა უცხოელი დამარცხდა. დადასტურდა, რომ ქართული მართლმსაჯულება არის კარგი, უცხოელის განცხადება არის ტყუილი. ასე, რომ აქაც ასეა.

ამხელა პროცესი იყო, ერთ დღეში 2 მილიონ ადამიანზე მეტი ამოძრავდა, ასე ვთქვათ, იმისთვის, რომ არჩევნები ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, იქ იქნებოდა გარკვეული ხარვეზები, ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით, სადაც არის საჩივრები, იქნება განხილული, ყველა ამას საჯაროდ ვიხილავთ.

წინასაარჩევნო გარემოზე ნურავინ სიტყვას ნუღარ დაძრავს. ეუთო/ოდირის შუალედური დასკვნა არსებობს სწორედ წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ის მშვიდ და კონკურენტულად შეფასდა. ასე, რომ წინასაარჩევნო გარემო შეფასებულია უკვე ეუთო/ოდირის მხრიდან. რაც შეეხება არჩევნების დღეს, თუკი რაიმე საჩივარია, იქნება განხილული“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.