ვიქტორ ორბანი: უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს

ვიქტორ ორბანი: უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს

უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია.

მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში", - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.