პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ პოლონურ Radio Zet-თან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოში გამართული საპარლამენტო არჩევნებში ჩარევის მტკიცებულებები არ არსებობს.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამართული სატელეფონო საუბრის დროს მას რუსეთის მიერ ჩარევის დამადასტურებელი ურყევი მტკიცებულებები არ წარუდგინა.
დუდამ აგრეთვე აღნიშნა, რომ საქართველოში ვიზიტს განიხილავს, თუ ამას სიტუაცია მოითხოვს.