თამარ ხიდაშელი: ჩვენ არ დაგვითვლია რამდენი ადამიანი დააშინეს, ეს შეუძლებელი იქნებოდა

თამარ ხიდაშელი: ჩვენ არ დაგვითვლია რამდენი ადამიანი დააშინეს, ეს შეუძლებელი იქნებოდა

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის დირექტორი თამარ ხიდაშელი გადაცემაშივახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცეარჩევნების პერიოდში ამომრჩევლებზე დაშინების შესახებ საუბრობს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, თუ რამდენი ათასი ადამიანი იყო დაშინებული, ხიდაშელი პასუხობს, რომ მათ არ დაუთვლიათ რამდენი ადამიანი დააშინეს, რადგან ეს შეუძლებელი იქნებოდა.

ალბათ გესმით, რომ ადამიანებს, რომლებსაც ეშინიათ, ეს ადამიანები არ არიან მზად, რომ ღიად ილაპარაკონ. ჩვენ არ დაგვითვლია რამდენი ადამიანი დააშინეს. ეს უბრალოდ შეუძლებელი იქნებოდა, მაგრამ მაგალითად, გეტყვით ერთ ცნობას. 2024 წლის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის 18 % არის დაფიქსირებული სოციალურთა დაუცველთა ბაზაში. ეს არის დრამატული ზრდა გასულ წლებთან შედარებით და როგორც წესი ამ ადამიანებს საქართველოს ხელისუფლება უყურებს, როგორც იმ ადამიანებს, რომლებიც ვალში არიან ხელისუფლებასთან და ვალში არიან, რომ მას მისცენ ხმა. 2024 წელს 2023 წელთან შედარებით რამდენიმე ათეული ათასით არის გაზრდილი სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა. მე იმას არ გეუბნებით, რომ ყველა ეს ადამიანი ხელისუფლებამ სავარაუდოდ დააშინა, მაგრამ  ესეც არის რაღაცის ინდიკატორი. ჩვენ ვსაუბრობთ იმ სქემის შესახებ, რომელიც სავარაუდოდ ხელისუფლებამ გამოიყენა. ვითხოვთ 100-ზე მეტი საარჩევნო უბნის შედეგების ბათილობას იმიტომ, რომ გვქონდა უამრავი მტკიცებულებები, განცხადებები, ჩვენებები იმასთან დაკავშირებით, რომ ხმის მიცემა არ იყო თავისუფალი და ზოგჯერ ადამიანები ხმას აძლევდნენ სხვის მაგივრად და სავარაუდოდ ეს ადამიანები ხმას აძლევდნენ სწორედ იმ ადამიანების ნაცვლად, რომელთა პირადობის მოწმობების მონაცემები ხელისუფლებამ უკანონოდ მოიპოვა“-აღნიშნა ხიდაშელმა.

რაც შეეხება წამყვანის კითხვას, ოპოზიციის მხრიდან იყო თუ არა რაიმე სახის დარღვევა და არის თუ არა დაფიქსირებული  მათი დარღვევები, თამარ ხიდაშელი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან დარღვევებს თავად არ შესწრებია.

დარღვევები იყო ძალიან ბევრი, მაგრამ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი ტიპის დარღვევებზე, რომელმაც არა მარტო ხმის ფარულობაზე მოახდინა ზეგავლენა, არამედ ზეგავლენა მოახდინა უშუალოდ არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ასეთი ტიპის სერიოზულ დარღვევებზე ვლაპარაკობთ თორემ მე ხომ არ მილაპარაკია იმაზე, რომ მაგალითად ძალიან ბევრ უბანზე ხდებოდა კონცენტრაცია, უამრავი ადამიანი იყო უბნების გარეთაც. მე ხომ არ მილაპარაკია იმაზე, რომ ოჯახის წევრებს მოჰყავდათ თავიანთი ოჯახის წევრები და იქ ურიგებდნენ პირადობის მოწმობებს, რომ კაბინებში რამდენიმე ადამიანი ერთად შედიოდა. მე ვლაპარაკობ ძირითად დარღვევებზე.  მე პირადად არ შევსწრებივარ ოპოზიციის მხრიდან რაიმე ტიპის დარღვევებს. როგორც გითხარით ჩვენ ვლაპარაკობთ ყველაზე სერიოზულ დარღვევებზე, რომელსაც გავლენა აქვს უშუალოდ კენჭისყრის შედეგებზე“-განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

მერაბ.g დაშინებულები თუ არ დაგითვლია, რამოდენიმე მაინც ხომ უნდა გენახა და დაასახელო?
უნიჭო ბელეტრისტიკაა ეს ყველაფერი; ანუ, მე მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ასე მჯერა და ყველამ უნდა დაუჯეროთო!
3 კვირის უკან
თომა მარაზმი.
3 კვირის უკან